ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Facebook-ში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მოქალაქე ძაღლს სცემს, შსს გამოძიებას იწყებს

სოციალურ ქსელში, “მიუსაფარ ცხოველთა კლუბში” გავრცელდა როგორ ცემს ღვედით ერთ-ერთი ახალგაზრდა მიუსაფარ ძაღლს.

გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, “აიპრესი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიკავშირდა.

უწყებაში განაცხადეს, რომ ” სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა. მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ქონდეთ, მომხდართან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ, გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანადაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს.