ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი დააკავეს

ჯამბულ თავართქილაძე დღეს დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აიყვანა. ინფორმაციას ადასტურებს ხელვაჩაურის საკრებულოს თავჯდომარე. ნადიმ ვარშანიძე დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ვითარებას ამ წუთებში ეცნობა. მისი ინფორმაციით, საჯარო მოხელის დაკავება სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე მოხდა.  ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ჯამბულ თავართქილაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილეა.

ფოტო: ბათუმელები

იტვირთბა....