ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე – მარიამ გაფრინდაშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა “რუსთავი 2” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

“ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება მივიღე ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ ვიცი ხვალ რომ გათენდება რა უნდა გავაკეთო. 30 წლის ვარ და აქედან 12 წელი “რუსთავი2”-ში გავატარე.ამ არხთან ერთად გაიარა ჩემი ცხოვრების ყველა უბედურებამ,ბედნიერებამ და სიხარულმა.მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მომცა შანსი მემუშავა არხზე რომლიც ჩემი ცხოვრების მთავარ ამბად იქცა. მე მივდივარ ერთადერთ მისამართზე და ეს არის ჩემი სახლი დღეს თბილისში – ხვალ ჩემს საყვარელ ჭიათურაში. არასდროს მაინტერესებდა და არც ახლა ვინტერესდები არცერთი მხარის პოლიტიკური მოლოდინებით.12 წელი ვიყავი ქუჩის რეპორტიორი და ახლა ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი ამბის დასასრულია. “რუსთავი2″-ი ჩემი პირველი სამსახურია და ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ამ სივრცეში ბოლო”, – წერს გაფრინდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, საინფორმაციო სამასხურის უფროსი ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.

არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.

არხი დატოვა ჟურნალისტების ნაწილმაც – დავით ქაშიაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ქეთა ციცქიშვილმა, ეკა გაგუამ, თამარ გოგსაძემ, ნინო გაზდელიანმა, ნუცა ტრაპაიძემ და ა.შ.

 

 

იტვირთბა....