მედია მთავარი სოციალური ქსელი

სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც! საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს – შუბლაძე

ნინო შუბლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მას “რუსთავი 2-დან” შეთავაზება აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია.

„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც! პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა ვუყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ … ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს…. ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო

პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს …“, – წერს ნინო შუბლაძე.

შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, საინფორმაციო სამასხურის უფროსი ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.

არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.

არხი დატოვა ჟურნალისტების ნაწილმა. მთელი დღის განმავლობაში “კურიერის” ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან.

პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ნინო შუბლაძის კანდიდატურაც განიხილება.

იტვირთბა....