ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა :რუსთავი 2″ დატოვა. ამის შესახებ ბაღაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
“ეს არის ჩემი ცხოვრების უმძიმესი გადაწყვეტილება, 14 წლიანი ისტორიის დასასრული, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, თავის შეცდომებით და კარგი თუ ცუდი გამოცდილებით. მადლობა ყველას, ჩემო მეგობრებო თქვენთან გატარებული დღეებისთვის! მიყვარხართ და იმედია, კიდევ შევხვდებით”, – წერს ბაღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, საინფორმაციო სამასხურის უფროსი ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.
არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.
არხი დატოვა ჟურნალისტების ნაწილმაც – დავით ქაშიაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ქეთა ციცქიშვილმა, ეკა გაგუამ, თამარ გოგსაძემ, ნინო გაზდელიანმა, ნუცა ტრაპაიძემ და ა.შ.
მთელი დღის განმავლობაში “კურიერის” ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან.