ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში, ექვსსაათიანი “კურიერიც” ეთერში არ გასულა.
შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.
არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.
არხი დატოვა ჟურნალისტების ნაწილმა. მთელი დღის განმავლობაში “კურიერის” ჟურნალისტები გადაღებებზე არ გასულან.