ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2” ივანიშვილმა 2013 წელს ამოიღო მიზანში, მას ეს ყველაფერი ძალიან ძვირად დაუჯდება – გოგუაძე

რასაკვირველია, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მისგან დამოუკიდებელი ყველაძე მძლავრი ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ. თავიდანვე ეს ბრძოლა იყო ხელისუფლების მიერ წარმოებული სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მიმართ. მე ვესწრებოდი ყველა სასამართლო პროცესს და მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეჭქვეშ არ ვაყენებ, მაინც ვთვლის, რომ ყველა გარემოება არ იყო გათვალისწინებული. ასე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ცხადი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2” ხელში ჩაიგდო. არა იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინა, არამედ იმიტომ, რომ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც თითონ მიაჩნია საჭიროდ, – ასე აფასებს “მეტრონომთან” საუბრისას “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებულ ვითრებას.

გოგუაძის განცხადებით, ივანიშვილის პრინციპი არის ძალაუფლების კონსოლიდაცია და მედიის გაკონტროლება.

“ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება – ყველაფერს თავის სხელს დავარქმევ. მისგან დამოუკიდებელი და არაკონტროლირებადი მედია ივანიშვილისთვის არაა საჭირო. მეორე, მისი მთავარი პოსტულატი – ეკონომიკას ისე გაუსწრო დემოკრატიას, რომ ეს არის ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. რადგან ეკონომიკა ნელა ვითარდება, საჭიროა დემოკრატიის შეზღუდვა, ეს ჩემთვის ნათელი იყო და სულ ამას ვამბობდი.

ქიბარ ხალვაშს არც სარჩელის შეტანას ეკითხებოდა არავინ, არც არხის გაყიდვას და არც სარედაქციო პოლიტიკას. ეს არხი არის ივანიშივილის და რა ტაქტიკურ სვლებს გააკეთებს, მის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ლოგიკურია, მაინც მძიმე სანახავია ის, რაც ხდება. ბიძინა ივანიშვილი ბოლო დროს არაფერს ნიღბავს. ადრე თუ ვამბობდით, რომ ივანიშვილი რეპრესიულ მანქანას ისე არ იყენებს, როგორც სააკაშვილი – ახლა აბსოლუტურად ერთი-ერთში იმეორებს. ივანიშვილის პრინციპი არის ძალაუფლების კონსოლიდაცია და მედიის გაკონტროლება. გარდა იმისა, რაც “რუსთავი 2-ში” მიმდინარეობს ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის არის საზიანო, ეს ჯდება ივანიშვილის გეგმა.

“რუსთავი 2” ივანიშვილმა 2013 წელს ამოიღო მიზანში. მე მაშინ უმრავლესობის წევრი ვიყავი და მახსოვს თუ როგორ მიზანმიმართულად დაიწყეს მოქმედება “რუსთავი 2-ს” შესავიწროვებლად. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე “რუსთავი 2-ისთვის” ბრძოლა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა. თუმცა, თავსუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ყველა დამარცხდება. გაჩნდება თავისუფალი სიტყვის ახალი პლატფორმები და ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ყველაფერი ივანიშვილისთვის”, – განაცხადა გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ არხის მფლობელი ქიბარ ხალვაშისა და გენერალური დირექტორის პაატა სალიას გადაწყვეტილებით, ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.

არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.

დღეს ეთერში არ გასულა დილის და 12-საათიანი “კურიერი”.

რამდენიმე საათია “რუსთავი 2-ის” საიტზე არც ერთი ნიუსი დადებულა.

იტვირთბა....