ახალი ამბები მედია მთავარი

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნას კრიტიკული და არა პარტიული ტელევიზია – ხუნდაძე

“რუსთავი 2” არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ტელევიზია. ტელეკომპანიას ყავს მეპატრონე და საერთაშორისო სამართალმაც დაადასტურა, რომ ეს მისი ტელევიზიაა და იქ მიმდინარე მოვლენები არის მათი შიდა საკითხი, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ “რუსთავი 2-ის” ირგვლივ არსებული სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა.

ხუნდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კრიტიკული ტელევიზია არსებობდეს.

“მეც ინტერესით ვუყურებ იქ მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არა იმ ინტერესით, რასაც ზოგი თვლის, რომ ჩვენ გვაქვს უშუალო ინტერესი “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს ნამდვილად არაა ასე. ეს შიდა მენეჯმენტის საქმეა. სირთულეები არის და იმედი მაქვს, რომ თავს გაართმევენ არსებულ სიტუაციას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში კრიტიკული ტელევიზია და არა პარტიული, იქნას შენარჩუნებული”, – აცხადებს ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ ტელევიზიიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლეს არხის წამყვანი სახეები ნანუკა ჟორჟოლიანი, ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.

არხი დატოვეს პაატა იაკობაშვილმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმაც.

იტვირთბა....