ახალი ამბები მედია მთავარი

არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო – გაბუნია

პარლამენტის წინ, #სირცხვილიას გადაცემაში ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ის პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

გაბუნიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშს ეგონა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გინების ტექსტი სააკაშვილის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

“სალიამ მითხრა, რომ ქიბარ ხალვაშს განსაკუთრებით პუტინის გინების შემდეგ არ უნდოდა, რომ მე ეთერში ვყოფილიყავი… ის თვლიდა, რომ ეს ტექსტი გვარამიამ მომიმზადა, მის მიღმა კი სააკაშვილი იდგა. ანუ მე პირდაპირ კავშირზე ვარ სააკაშვილთან და ეს იყო მის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია.

მე რომ ჩამეთვალა, რომ ეს შეცდომა იყო, მე ბოდიშს მოვიხდიდი. არ ვაპირებ ბოდიშის მოხდას პუტინის გინების გამო იმ ფორმითაც კი, რა ფორმითაც გავაკეთე. ვიცი, რომ ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით ბოლო ნაწილი, როდესაც მშობლები და მშობლების საფლავები ვახსენე, მაგრამ ამ მომენტში მახსენდება ის საფლავები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა შეურაცხყვეს”, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, პუტინის გინების ტექსტის შესახებ არავინ იცოდა.

გაბუნიამ ისიც აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-დან” წამოსული სხვა ჟურნალისტების მსგავსად ნიკა გვარამიას ახალ არხზე გადადის სამუშაოდ.

იტვირთბა....