ახალი ამბები მედია მთავარი

“რუსთავი 2-ს” პაატა იაკობაშვილიც ტოვებს

რუსთავი 2-ს საინფორმაციო გამოშვება კურიერის წამყვანი, პაატა იაკობაშვილიც ტოვებს. ამის შესახებ მან აჭარის ტელევიზიის გადაცემა მთავარში განაცხადა.

“სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევა არ ყოფილა ამ ერთით ვის განმავლობაში, თუმცა პირველივე დღეებში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ქიბარ ხალვაშს ტელევიზიის 100%, დავიწყეთ ბრძოლა სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის. ჩამოვწერეთ პუნქტები თუ რას ნიშნავდა ჩვენთვის ეს, მათ შორის იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დატოვება.

შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ თუ ნოდარი არ იქნება მერე რაა… სხვები ხომ რჩებიან და რა შეუშლით ხელს? თუმცა, მნიშვნელოვანია  მწვავე სიუჟეტების დაგეგმვა, რომელსაც ნოდარი გეგმავდა. ეს ადვილად შეიცვლება თუ ნოდარი არ იქნება, რადგან მოიტანენ ნაკლებად მწვავე თემებს ან ბიძინა ივანიშვილისთვის და მართველი პარტიის სასიამოვნო თემები და საბოლოო ჯამში მე იძულებული ვიქნები წამოვიდე, ეს არის მათი გეგმა” – განაცხადა პაატა იაკობაშვილმა აჭარის მაუწყებელთან.

იტვირთბა....