მედია მთავარი სოციალური ქსელი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადრეც და დღესაც დაიცავს ყველა ჟურნალისტის უფლებას, ჩვენი იმედი გქონდეთ ყოველთვის!”

“ზუსტად ვიცი, რომ Nodar Meladze და მისი მაგარი გუნდი. ბევრს ხელისუფლებაში აღიზიანებდა ზუსტად იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კორუფციის, საჯარო მოხელეების მიერ უფლებამოსილების გადამეტების, სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის, გამდიდრებული მოხელეების და მათი სახლების, გამოუძიებელი საქმეების და სხვა დანაშაულის გამოვლენის გამო უშლიდა ნერვებს. ზოგს შეიძლება არ მოწონდეს, რომ რუსთავი 2 ოპოზიციასთან იყო კავშირში, თუმცა მიუხედავად ამისა, რეალობას ვერ გავექცევით. რეალობა კი ისაა, რომ ამ ჟურნალისტური გამოძიებების გარეშე ძალიან ბევრი ინფორმაცია ჩვენთვის უბრალოდ ცნობილი არ იქნებოდა. ვისაც დღეს ეს ამბავი უხარია უბრალოდ აზრზე არ არის რა არის დემოკრატია და რა მნიშვნელობა აქვს კრიტიკულ მედიას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კი ადრეც და დღესაც დაიცავს ყველა ჟურნალისტის უფლებას. ჩვენი იმედი გქონდეთ ყოველთვის!”

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ა/ო “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ტელეკომპანია “რუსთავი 2-დან” ნოდარ მელაძის, ეკა კვესიტაძის, გიორგი ლაფერაშვილის, გიორგი გაბუნიასა და ნანუკა ჟორჟოლიანის გათავისუფლებას;

იტვირთბა....