“მეტრონომთან” საუბრისას ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ როგორც ტელეკომპანიაში უთხრეს, ხელფასები კვირის ბოლომდე ჩაერიცხებათ.
“გვითხრეს, რომ კვირის ბოლომდე ჩაგვერიცხა ხელფასი. დაველოდებით და თუ განცხადების გაკეთება დაგვჭირდება, მაშინ გავაკეთებთ”, – აცხადებს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, “აიპრესთან” საუბრისას გუშინ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “ნანუკას შოუს” ავტორმა და წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ ახალმა მენეჯმენტმა ხელფასი მას, ნოდარ მელაძესა და გიორგი გაბუნიას არ ჩაურიცხა.