ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება

სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის უკანონო მშენებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც აპატურაი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, ოკუპირებული სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადაწევა არალეგიტიმური პროცესია.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.