საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული 8 დაკავებული ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.
სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა, ან როდის გაათავისუფლებენ დაკავებულებს. ოჯახის წევრების ინფორმაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ ის იციან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება სავარაუდოდ ერგნეთში შედგა, თუმცა უცნობია, როდის დააბრუნებენ გატაცებულებს.
კობა ვარდანაშვილის დედა, ელენე ვარდანაშაული უარყოფს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაკავებული ახალგაზრდები ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ.
მისი თქმით, მისი შვილი მეგობრებთან ერთად მამის საფლავზე წავიდა, მათი გატაცება კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მოხდა.
„გვითხრეს, რომ ვიყავით გადასულებიო, ალბათ ერგნეთში, ვაწარმოეთ მოლაპარაკებაო. ბავშვებია რანაირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ არ იყვნენ, უბრალოდ მამის საფლავზე იყვნენ და იქიდან აიყვანეს ნასვამ მდგომარეობაში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან.
ბანერი და რამე არ არის, უბრალოდ ომის მერე ეგენი იძახდნენ, რომ ჩვენიაო, მაგრამ გამყოფი ზოლი არაა,“-ამბობს ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის, კობა ვარდანაშვილის დედა ელენე ვარდანაშვილი.
დეფაქტო ხელისუფლება რვავე დაკავებულს, ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. არ არის გამორიცხული მათ ჯარიმის გადახდა დაეკისროთ.