ახალი ამბები მთავარი სამართალი

მურატ ჯიოევი: საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი, პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში, მურატ ჯიოევი საოუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაკავებულები ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ.

მისივე თქმით, მათ პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება”.

“სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება”.

საოკუპაციო ხაზთან რუსმა ე.წ მესაზღვრეებმა საქართველოს 7 მოქალაქე გუშინ, 1 კი დღეს გაიტაცეს. სუს-ის ინფორმაციით,ყველა მათგანი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

იტვირთბა....