aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მურატ ჯიოევი: რუსი მესაზღვრეები მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელის, პოსტოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
დასავლეთისთვის განკუთვნილი პიარაქცია. 

როგორც ჯიოევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს იმაში, რომ “საზღვრის” მოწყობის სამუშაოებში რუსი სამხედროები მონაწილეობენ.

“რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებული შეთანხმებით, რუსი მესაზღვრეები მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ. ოსი მესაზღვრეები ითვალისწინებენ ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს და ერთი მეტრითაც კი არ გადადიან ქართულ მხარეზე”- განაცხადა ჯიოევმა. 

შეგახსენებთ, რუსი ჯარისკაცები უკანონო ბორდერიზაციას აგრძელებენ, შედეგად ორი მოსახლის სახლი, გუგუტიანთკარში მავთულხლართებს მიღმა დარჩა. 

იტვირთბა....