aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ციხელაშვილი – ძალიან პრინციპული პოლიტიკით მოვახერხებთ, რომ მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს არ არის ახალი მოვლენა, დღეს რაც ხდება გუგუტიანთკარში. უკანონო ბორდერიზაცია არის მორიგი მანიფესტი იმისა, რომ ცოცხალი საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი ქვეყნის შუაგულში 100-ზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი, – ამის შესახებ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

ციხელაშვილის განცხადებით, ამ და მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას.

“ეს არ არის ახალი მოვლენა, დღეს რაც ხდება გუგუტიანთკარში. უკანონო ბორდერიზაცია არის მორიგი მანიფესტი იმისა, რომ ცოცხალი საფრთხის პირობებში ვცხოვრობთ. ჩვენი ქვეყნის შუაგულში 100-ზე მეტი სოფელი სხვადასხვა ფორმით არის გახლეჩილი. სოფელში, სადაც უკვე გავლებულია მავთულხლართები, მეორე რიგის ბარიკადების მშენებლობა დამატებითი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. ჩემი ამოცანაა, რომ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული საოკუპაციო პოლიტიკის შედეგად გამოწვეული ზარალი, ზიანი დავადგინოთ და უფრო გავაძლიეროთ ამ მოსახლეობის გვერდში დგომა.

ამ სოფელში, მიმდებარე სოფლებში სახელმწიფო მხოლოდ გააძლიერებს ადამიანების დახმარებას. ესაა ჩვენი პასუხი მავთულხლართების პოლიტიკაზე. ძალიან პრინციპული პოლიტიკით და ამ ადამიანების შეუპოვრობით ჩვენ მოვახერხებთ, რომ მავთულხლართები მშვიდობიანი გზით დავშალოთ“,- განაცხადა ციხელაშვილმა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

რუსმა ოკუპანტებმა უკანონო საზღვარი კიდევ უფრო გადმოწიეს, რის შედეგადაც საკარმიდამო ნაკვეთების შემდეგ, უკვე ადგილობრივების სახლების ნაწილი მოექცევა ე.წ. საზღვარს მიღმა.

იტვირთბა....