ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

17 აგვისტოს, 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი

თბილისის მერიის განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა.

შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

ამ პერიოდის განმავლობაში მერიის დისტანციური მომსახურების სამსახურის თანამშრომლები პირადი ტელეფონებით კონტაქტზე იქნებიან მხოლოდ საპატრულო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებთან.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის.

იტვირთბა....