ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები ჰყვება და არ შემოვღობოთ-მეთქი, კი ბატონოო” – საკრებულოს წევრი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუთიანთკარში, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს, გორის საკრებულოს წევრი, მერაბ მახარაშვილი ჩავიდა.

მისი თქმით, ოკუპანტებს სთხოვა წყლის რეზერვუარები არ შემოეღობათ, რაზეც დასთანხმდნენ.

“წყლის რეზერვუარები ჰყვება იქით-მეთქი და თუ შეგვიძლია, არ შემოვღობოთ-მეთქი, რომ ხალხმა ისარგებლოს, კი ბატონოო. მე ვარ ხალხის არჩეული და რაც ხალხს სჭირდება იმას ვაკეთებ.

შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

იტვირთბა....