ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილეს მიმართავს და მას მორალატეს უწოდებს.
“Nikoloz Laliashvili – ერთი წუთით გჯერა, რომ ქვეყნის სახელით მახინჯ პასკვილს გააკეთებ და ამ ქვეყანაში მშვიდად იცხოვრებ?! საჯაროდ გეუბნები რომ სადაც არ უნდა გნახო მოღალატეს დაგიძახებ! ვინმემ თუ ვერ გიცნო, იმათაც ვეტყვი ვინ ხარ სინამდვილეში?! იმედია, საჯარო სივრცეში ყოფნის უფლებას არ მოგცემენ! გამოგაგდებენ, შეგარცხვენენ’ გვირაბ-გვირაბ იარე რომ სადმე არ შემხვდე! ბედუკაძე ხარ ჩემ თვალში!
ეს არის ის, ვინც იმედზე ცნობილი ფილმი მოამზადა თემაზე, როგორ დავიწყეთ ომი ჩვენ და საწყალი რუსეთი, როგორ ვაიძულეთ მოქალაქეები დაეცვა”, – წერს ჟორჟოლიანი.
ფილმში აღნიშნულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მაშინდელმა ხელისუფლება – “ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინა და ძალაუფლება ყველაფრის ფასად მოიპოვა.
ფილმის ძირითადი ხაზია საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ბრალეულობის საკითხი, ხოლო რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
“ამ დიდ ტრაგედიაში გაიმარჯვა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა… ფსევდოპატრიოტული რიტორიკა და ომი, მისთვის მაშველი რგოლი აღმოჩნდა”. – ნათქვამია ფილმში.
ფილმზე პასუხისმგებლობა სწორედ ნიკოლოზ ლალიაშვილმა აიღო და განაცხადა, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.
გარდა ამისა, აგვისტოს ომის თემაზე ტელეკომპანია “იმედის” მიერ მომზადებულ ფილმს – “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს”, ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტების ნაწილი ემიჯნება. ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელ Facebook-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნეს განცხადებები.