ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ანაკლიის პორტის პროექტიდან გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა დაუდასტურა.
ამასთან, მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიზეზებზე ამ ეტაპზე კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.