ახალი ამბები მედია მთავარი

მიუღებელია, არ ვიზიარებ – ნანა ლეჟავა “იმედზე” გასული ფილმის მთავარ ხაზს ემიჯნება

ჟურნალისტი ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში ტელეკომპანიაზე “იმედზე” გასულ ფილმს – “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს” – ეხმაურება და აცხადებს, რომ მასალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი მისთვის მიუღებელია.

არ ვარ “ქრონიკაში”, მაგრამ ვარ “იმედში”!!! არ ვიზიარებ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებული მასალის ერთ-ერთ მთავარ ხაზს. მიუღებელია რუსეთის ჯარის საქართველოში იძულებით შემოჭრის თაობაზე გამოთქმული ვერსია და ამას წლების განმავლობაში ომის თემაზე ჩვენ მიერ მომზადებული რეპორტაჟები ადასტურებს!”, – წერს ლეჟავა.

“იმედზე” გასულ ფილმში 2008 წლის აგვისტოს ომზეა საუბარი, სადაც ძირითადი ხაზია საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების ბრალეულობის საკითხი, ხოლო რუსეთის პასუხისმგებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

იტვირთბა....