“14 აგვისტო მძიმეა თითოეული ქართველისათვის, მძიმეა იმ დღის გახსენება, როდესაც 27 წლის წინ ქართველებსა და აფხაზებს შორის პირველი ტყვია გავარდა. განსაკუთრებით მძიმეა, იმის აღიარება, რომ 27 წლის თავზეც არ გვაქვს არანაირი წინსვლა. მინდა მივმართო აფხაზეთიდან დევნილებს, თქვენი გაღიზიანებაც პოლიტიკოსების მიმართ სამართლიანია. მაგრამ ნუ იქნებით ნიჰილისტურად განწყობილი, ნუ დაკარგავთ იმედს, ნუ შეეგუებით აფხაზეთის სამუდამოდ დაკარგვას. ჯერ კიდევ შეგვიძლია აფხაზეთში დაბრუნება. გპირდებით, ძალიან მალე დაიწყება აფხაზეთში დაბრუნებისთვის საჭირო პროცესი, რომელიც თქვენს მიწაზე დაგაბრუნებთ.”
ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული მოძრაობა”