ახალი ამბები მედია მთავარი

ქარტია ტვ პირველის სერვერების გათიშვის გამოძიებას ითხოვს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს და ტვ პირველის სერვერების გათიშვის გამოძიებას ითხოვს.

“”ტელეკომპანია პირველის” ცნობით, არხზე განხორციელდა კიბერშეტევა, რის შედეგადაც ვერ ხერხდება გადაცემების ეთერში გაშვება და სრულფასოვნად მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ მომხდარი შემთხვევა. ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც დასრულდება გამოძიება, დადგება დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი და არ გაჭიანურდება ეს პროცესი ისე, როგორც, სხვა მედიასაშუალებების, მაგალითად, “გურიანიუსის” შემთხვევაში მოხდა.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, გამოიყენონ ყველა რესურსი, რათა ტვ პირველმა შეძლოს დანაკარგის გარეშე მაუწყებლობის გაგრძელება. აუცილებელია დროულად აღმოიფხვრას წარმოქმნილი პრობლემა და უზრუნველყოფილი იყოს არხის შეუფერხებელი ფუნქციონირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ინფორმაციით, ტელეკომპანიაზე კიბერშეტევა განხორციელდა.

იტვირთბა....