რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვის შესახებ 2020 წლამდე შენარჩუნდება, – ინფორმაციას ამის შესახებ Известия.ru ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მათ წყარომ აცნობა, რომ ავიამიმოსვლის აღდგენა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდისთვის განიხილება.
გამოცემის წყარო რუსი დიპლომატია, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა რუსოფობიური განწყობების ჩასახშობად და შესამცირებლად.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ 2019 წლის 8 ივლისს მიიღო.