aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

ლია ელიავა – ლარის ვარდნა გაგრძელდება, დაივიწყეთ ოცნება, რომ კურსი თუნდაც 2,7 გახდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლია ელიავა “მეტრონომთან” საუბრისას ლარის კურსის სამომავლო პროგნოზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ვარდნა გაგრძელდება.

ელიავას განცხადებით, დღეს საქართველოში ლარზე ერთადერთი ფაქტორი მოქმედებს – ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.

“როგორც ლარის რეტროსპექტივა ცხადყოფს, ლარის ვარდნა არ არის დამოკიდებული არც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არც საგარეო ფაქტორებზე. შესაბამისად, ტურისტული სეზონის დამთავრება, ლარზე ვერანაირად იმოქმედებს. დღეს საქართველოში ლარზე ერთადერთი ფაქტორი მოქმედებს – ქვეყნიდან კაპიტალის გადინება.  სამომავლოდ ლარის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდება, იქნება მისი ვარდნა, მცირედი გამყარებით და შემდგომ ისევ ვარდნა. თუ ვინმეს გონია, რომ ლარი 2,2 ან 2,7 გახდება, ეს წარმოუდგენელია. ლარი გააგრძელებს ვარდნას და ამის ძირითადი მიზეზი იქნება ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის კურსის მიმართ არაადეკვატური უყურადღებობის გამოჩენა”, – აცხადებს ეკონომისტი.

ელიავას განცხადებით, ლარის კურსის საკითხი ეროვნული ბანკის კომპეტენციაა.

“რაც შეეხება მთავრობის წევრების განცხადებას ლარის კურსზე – მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რა მოსდის ლარს. საერთოდ საქმის კურსში არ არიან თუ რა მოუვა ლარს. ეს მათი კომპეტენცია არაა, ეს ეროვნული ბანკის კომპეტენციაა. თუ რამე არ მოგწონთ ლარის კურსში, ეს ეროვნული ბანკის ბრალია”, – აცხადებს ელიავა.

იტვირთბა....