ახალი ამბები მედია მთავარი

“გირჩი” ტელევიზიას ქმნის – ხვიჩია

პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ტელევიზიას ქმნის, – ამის შესახებ “მეტრონომს” პარტიის თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ განუცხადა.

“კი, ნამდვილად, “გირჩი” ტელევიზიას ქმნის. ამ კვირაში გაეშვება ჯერ მაგთიზე და შემდეგ სილქზე – მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამ საკითხზე.  რასაც “გირჩის” ფეიჯზე უყურებთ, ის გავა ტელევიზიაშიც. გარდა ამისა, სხვა პროდუქტებიც დაემატება, მათ შორის სპორტული გადაცემებიც. ტელევიზიაში გავა ვახო მეგრელიშვილის “თავისუფალი ბაზარი”, ჩემი გადაცემა “პროცესი”. ჩვენი გადაცემების წამყვანები, რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად, გვინდა იყვნენ ბავშვები, მათ შორის სპორტულისაც. ამჟამად სხვადასხვა იდეები მუშავდება და შემდეგ შევავსებთ საეთერო ბადეს, იქამდე საარქივო მასალებს გავუშვებთ”, – აცხადებს ხვიჩია.

იტვირთბა....