ახალი ამბები მედია მთავარი

იმ ინფორმაციით, რასაც ხალვაში გვაწვდის, ფული აქეთ უნდა გადაუხადოს “რუსთავი 2-ის” მყიდველს – ხუხაშვილი

ასეთი საოცარი განცხადება ჯერ არ წამიკითხავს. ადამიანი ამბობს, რომ კომპანიას აქვს 70 000 000 მილიონი ვალი. გარდა ამისა, ქონება არის სადავო – კომპანიის დამფუძნებლებს პროკურატურაში აქვთ შეტანილი განცხადება და ამ ვითრებაში იყიდება კომპანია, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “მეტრონომთან” საუბრისას “რუსთავი 2-ის” მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებას, რომლის თანახმადაც ის ტელეკომპანიას ყიდის.

ხუხაშვილის თქმით, ხალვაში თავად ეწევა კომპანიის ანტირეკლამას და თან ღია კონკურსს აცხადებს ტელევიზიის გასაყიდად.

“დიდი ბოდიში და ამ ვითრებაში ვინმემ კომპანიაზე პასუხისმგებლობა რომ აიღოს იმ ინფორმაციით, რასაც ხალვაში გვაწვდის, ფული აქეთ უნდა გადაიხადოს. მე მაინტერესებს ის გიჟი, ვინც ამ პარამეტრებით გამოცხადებულ კომპანიას იყიდის, ეგეთი გიჟი ბუნებაში არ არსებობს. ხალვაში თავად ეწევა კომპანიის ანტირეკლამას და თან ღია კონკურსს აცხადებს ტელევიზიის გასაყიდად”, – აცხადებს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგმა ტელეკომპანიაში “ქართული ოცნების” თავმჯდმარის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ინტერესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილს “რუსთავი 2” არაფერში ჭირდება და მას სურს, რომ არხი ბუნებაში არ არსებობდეს.

შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ის ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ყიდის.

იტვირთბა....