მთავარი ციტატა

“ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ აბიტურიენტებს კვებისა და დამატებითი ხარჯებიც უფინანდებათ” – ბატიაშვილი

„გარდა იმისა რომ სწავლის საფასური მთლიანად ფინანსდება, ასევე ფინანსდება ხარჯები, რომელიც მათ ცხოვრებასა და კვებას უკავშირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. მახსოვს, ზარები, მოწერა, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ამას გალიდან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, იმიტომ, რომ ყველა ბავშვის და მშობლის მიერ საზღვრის გადმოლახვა გმირობის ტოლფასია. ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია მნიშვნელოვანი ვალდებულება, იზრუნოს ამ აბიტურიენტებზე, როგორც სწავლის კუთხით, ასევე ყველა იმ პირობის დაკმაყოფილებით, რომელიც სწავლის გადასახადს უკავშირდება. სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც რეალურად ამისთვის გვაქვს, გულისხმობს სწორედ ასეთი აბიტურიენტების მომზადებას. გარდა სწავლის, ცოდნის მიცემისა, ყველანაირი პირობებით ვუზრუნველვყოფთ. ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა მომავალ წელს კიდევ უფრო გავაფართოვოთ“

მიხეილ ბატიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
“პალიტრანიუსი”

იტვირთბა....