ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი აღიარებს, რომ გუშინ მისი აყვანისთვის განხორციელებული სპეცოპერაციის დროს ის ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” იუწყება.
“ტყუილია რასაც ტელევიზორში ამბობენ, დიახ მე ვისროდი, ოღონდ მაშინ როცა ბავშვები იქ აღარ იყვნენ. დიახ შტურმისას ვისროდი, ვცდილობდი ბავშვებისთვის არ მომერტყა” – აცხადებს ყოფილი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, გუშინ, ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის სახლი შტურმით აიღეს და ბრალდებული ექს-პრეზიდენტი დააკავეს. თუმცა, ვრცელდება საწინააღმდეგო ინფორმაციაც, რომ მან გაქცევა მოასწრო.