ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. შტურმის დასრულების შემდეგ ექსპრეზიდენტი დააკავეს, მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “ტასი” ავრცელებს.
როგორც სააგენტო РБК იუწყება, დაკავების წინ ატამბაევი სახლიდან გამოდიოდა და ხალხს ხვდებოდა, რომელთა შორის იყვნენ ბავშვებიც. РБК-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილებიც, მათ შორისაა ექს-დეპუტატი მეერბეკ მისკენბაევი. ბოლო ინფორმაციით, დაზარალებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
შეგახსენებთ, ატამბაევი ყირგიზეთის ლიდერი 2011-17 წლებში იყო. მისი წასვლის შემდეგ, პარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ყოფილი პრეზიდენტი კორუფციასა და გადასახადების დაფარვაში დაადანაშაულა.