მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“როცა გონზე არ ხარ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა აკეთებ სისულელეს “- ჯაფარიძე ხელისუფლებას

“როცა გონზე არ ხარ როგორ ფუნქციონირებს ადამიანების საზოგადოება (იგივე ეკონომიკა), აკეთებ ბევრ სისულელეს (მაგალითად ‘ინკლუზიურ ზრდას’ ჩალიჩობ, ‘საყოველთაო ჯანდაცვა’ შემოგაქვს, სახელმწიფო საპენსიო ფონდს ჰქმნი, ყველაფერს კრძალავ რაც არ მოგწონს, მათ შორის მუქი ფერის კანის მქონე ადამიანების ქვეყანაში შემოსვლას და სხვა ქვეყანაში დაბადებულ ადამიანებზე მიწის მიყიდვას რომელსაც ოდესღაც ვიღაც იდიოტმა ‘სასოფლო-სამეურნეო’ სტატუსი მოუგონა და ა.შ.), შედეგად ეკონომიკას სახე ძვრება და ლარი იწყებს გაუფასურებას დოლართან მიმართებაში, ამას აბრალებ იმას რომ ადამიანები შენნაირ უვიცებზე მეტად ამერიკის ფედერალურ სარეზერვო სისტემას ენდობიან და იწყებ ‘ლარიზაციას’ სესხებზე რეგულაციებთან ერთად პაკეტში, შედეგად ეკონომიკას კიდევ უფრო ძვრება სახე და ლარი კიდევ უფრო უფასურდება დოლართან მიმართებაში, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები იზრდება, მათ შორის ცხადია მედიკამენტებზეც, აღარ იცი რა ხეს ეტაკო რადგან დიდი შანსია UNICEF-ის შემდეგ კვლევაში თალაკვაძემ გიპოვოს, ამიტომ გამოდიხარ და კარდიომაგნილის ფასს ასუბსიდირებ რომ გასაყიდი ფასი 1 ლარზე დაჯდეს”

ზურა ჯაფარიძე – პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”

სოციალური ქსელი

იტვირთბა....