ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ვინც ჩაიდენს დანაშაულს ზიზღის ნიადაგზე, უნდა მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა” – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს დაავალა, შეიმუშავოს ზომები მასობრივი მკვლელობებისთვის სიკვდილის დასჯის შემოღებაზე. ამის შესახებ მან თავად ისაუბრა;

„დღეს მივმართე იუსტიციის სამინისტროს, რათა მათ შეიმუშავონ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მათ მიმართ, ვინც ჩაიდენს დანაშაულს ზიზღის ნიადაგზე და მოაწყობს მასობრივ სროლებს, მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა; სასჯელის ეს უმაღლესი ზომა მალე უნდა შესრულდეს, ყოველგვარი მრავალწლოვანი არასაჭირო დაყოვნებების გარეშე“ – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, გასულ შაბათ-კვირას აშშ-ში ორი მასობრივი სროლების შედეგად, 29 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაიჭრა. შაბათს, 21 წლის ახალგაზრდა კაცმა მექსიკის საზღვართან, ქალაქ ელ პასოს სუპერმარკეტში ცეცხლი გახსნა და 20 ადამიანი მოკლა, 20 კი დაიჭრა. მომხდარიდან რამდენიმე საათში ოჰაიოს შტატში ქალაქ დეითონში ღამის ბართან 24 წლის მამაკაცმა 9 ადამიანი მოკლა, მათ შორის, საკუთარი დაც.

იტვირთბა....