იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძე პრივილეგირებულ მდგომარეობაშია .
ამ წუთებში იუსტიციის საბჭოსი უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრება მიმდინარეობს, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძეც არის. ანა დოლიძის განცხადებით, ის ამ პროცესში მონაწილეობით არღვევს კანონს.
„გიორგი მიქაუტაძე დღეს დატოვებულია ისეთ ვითარებაში, როდესაც ის არღვევს ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნას და რეალურად ნამდვილად პრივილეგირებულია სხვა 49 ადამიანთან მიმართებაში. იმიტომ, რომ ამავე დროს აგრძელებს უხელმძღვანელოს მთელ ამ ოპერაციას. ანუ იუსტიციის საბჭოს აპარატს. მას ხელი მიუწვდება ყველა ინფორმაციაზე. მას ხელი მიუწვდება ყველა ინფორმაციაზე, მას ხელი მიუწვდება აპარატის დანიშნულებაზე. მას შეუძლია აპარატს დაავალოს უამრავი რაღაც და ეს უფლებები სხვა რომელიმე კანდიდატს არ აქვს,“-განაცხადა ანა დოლიძემ.
ნაზი ჯანეზაშვილი კი არ გამორიცხავს, რომ გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. ის ასევე ამბობს, რომ მიქაუტაძეს იუსტიციის საბჭოში გასაუბრების გავლა არ გაუჭირდება, რადგან მისი მეგობრები კომფორტულ გარემოს შეუქმნიან.