„ივანიშვილი ცდილობს, რომ ტოტალური კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში. შესაბამისად, ეს არის განგრძობადი პოლიტიკური რეპრესიები.
ნებისმიერი ადამიანი ვისაც აქვს მცდელობა ან შესაძლებლობა შექმნას დამოუკიდებელი მედია საშუალება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის შესაძლებლობა, აბსოლუტურად ყველა ადამიანი როგორც ჩანს, უნდა რომ დააკავოს და ციხეში ჩასვას. ეს არის სტანდარტი რომლისკენაც მას მივყავართ. მაგრამ ერთ წელზე ცოტა მეტი დარჩა ივანიშვილსაც და ქართულ ოცნებას. 2020 წლის არჩევნებზე, თუ მანამდე არ იქნა არჩევნები აუცილებლად საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ამომრჩეველი, რომელსაც მობეზრდა და ყელში ამოუვიდა ამ უკიდეგანო უსამართლობაში ცხოვრება, ამ უკიდეგანო გაჭირვებაში ცხოვრება. და რაც მთავარია, ყველას უნდა რომ რაღაც ახალი დაიწყოს, და ეს ახალი აუცილებლად დაიწყება”.
გიორგი ვაშაძე, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე