ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ადგილობრივების ცნობით, სახლს ცეცხლი თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სახლს ცეცხლი თავად მეპატრონემ, 45 წლის მამაკაცმა წაუკიდა.

მათი ცნობით, მამაკაცს დედა გარდაეცვალა, რის შემდეგაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ადგილზე თელავის და გურჯაანის სახანაძრო-სამაშველო ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

მამაკაცი პოლიციამ გურჯაანის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 188-მუხლით დაიწყო,რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

იტვირთბა....