პირველი აგვისტოდან, შესაძლოა, “რუსთავი 2-ს”, “ტვ პირველსა” და “ერთსულოვნებას” ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ, – ამის შესახებ განცხადებას კომპანია სტერეო პლუსი აქვეყნებს, რომელიც მათ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით ავრცელებს.
“გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო პლუსმა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება”, — აღნიშნულია განცხადებაში.