aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ოქრუაშვილი არ არის საინტერესო ფიგურა” – კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი კახა კალაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა.

კახა კალაძის განცხადებით, ოქრუაშვილთან მიმართებით არსებობს სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ის გასცემს პასუხს.

შეგახსენებთ, რომ  ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

იტვირთბა....