პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლები, ირაკლი ოქრუაშვილის მეუღლესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართველოს“ წარმომადგენლებს ხვდებიან.
თანაპარტიელების შეფასებით, ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ ნიშნით დააკავეს. მათი თქმით, ის ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია.
“ის პოლიტპატიმარია, ყველა იმ 19 ახალგაზრდასთან ერთად, რომლებიც იქ გულანთებულები ანტისაოკუპაციოზე მიდიოდნენ. საქართველოს იცავდნენ, საქართველოს დამცველები ამ პუტინის მარიონეტმა ბიძინა ივანიშვილმა დააპატიმრა სამშობლოს სიყვარულისთვის, და ახლა ისჯებიან ეს ადამიანები იმიტომ რომ საქართველოს სუვერენიტეტს იცავდნენ. ბიძინა ივანიშვილს მისი ეშინია. ირაკლი ოქრუაშვილის წარსული პოლიტიკური გამოცდილება, მისი ბრძოლის უნარი და მისი განცხადებები განსაკუთრებით გამოხატვის თავისუფლებას იცავს. ეს ტელევიზია რომელიც მე მეკუთვნის გახდება ჟურნალისტების, ანუ გახდება საზოგადოების საკუთრება. აი ეს მთლიანობაში მას ძალიან აშინებს. ეს ენა მისთვის უცნობი და ძალიან სახიფათოა. სწორედ იმიტომ რომ მისი ასე ეშინია მან ის დააპატიმრა” – განაცხადა კოტე კემულარიამ.
ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.