aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“TBC ბანკის” საქმეზე ფულის გათეთრების ელემენტი მე ვერ დავინახე” – ქობულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას, განცხადებით, “TBC ბანკის” საქმეში მან ფულის გათეთრება ვერ დაინახა. ამის შესახებ მან “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, საზოგადოებამ ვერ გაიგო, რაში ედებათ ბრალი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ქობულია თვლის, რომ ეს არის პოლიტიკურად დატვირთული საქმე, რომელიც პროკურატურამ საზოგადოებას უნდა აუხსნას.

“თუ რამეში ედებათ ბრალი, რა კავშირშია ეს ფულის გათეთრებასთან. ფულის გათეთრება ეს არის, ზოგადად, როდესაც ადამიანი იღებს რამე შემოსავალს არალეგალურად და მის ლეგალიზაციას ახორციელებს. მე ეს ელემენტი პოპულარულად ვერ დავინახე, არ ვარ იურისტი და შეიძლება ვცდები”, — განაცხადა ქობულიამ.

იტვირთბა....