ჩვენ გამოვცხადდით სასამართლოში, როდესაც მოგვმართეს. ჩვენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ამ უპასუხისმგებლო აბსოლუტურად ქვეყნის საზიანო ქმედებებიდან გამომდინარე, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, ორჯერ მოგვიწია გადადგომა . მეორე გადადგომა გუშინ მოხდა და ეს მას შემდეგ, რაც ჩვენ 98 პროცენტით აგვირჩიეს ჩვენმა ინვესტორებმა, – ეს განცხადება მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც მათ აღკვეთის ღონისძებაზე უნდა იმსჯელონ;
ხაზარაძის განცხადებით, პროკურატურის უნიჭო განცხადებებით ქვეყანას უზარმაზარი ზარალი მიადგა.
“5 წუთიანი მასალების გადმოსაცემად პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგვინა მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ ორ დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც ექვსი თვის წინ, ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი
ჩვენ პრესის საშუალებით გავიგეთ, რომ თურმე, მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან”, – აცხადებს ხაზარაძე.
მისი თქმით, ვინაიდან ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ის და ბადრი ჯაფარიძე ჩამოშორდებიან მმართველ საბჭოს.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომლებთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ორი დღის წინ ისევ ამ ქაოსში ჩაგვაგდეს. ეს არის ასევე მიმართული აბსოლუტურად გაუგებარი რამ, რომ ამბობენ, რომ ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ მთავრობა იძახის და მეორე მხრივ, პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ.
მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას, ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს, ჩვენ გადავიწევით უკანა პლანზე, ჩამოვშორდები მე თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეს, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით, ამას ვაკეთებ მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს”, – განაცხადა ხაზარაძემ.