„ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებით და პატიმრობაზე თანხმობის გაცემით პოლიტიკური რეპრესიები ამ ქვეყანაში დაიწყო. ოქრუაშვილი ეს არის გაგრძელება. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმე არის ყველაფერი ერთი, ან დიდი ძალადობის თითოეული სეგმენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილმა გაშალა ფრთები და გადაწყვიტა, ყველა ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც წინააღმდეგობას უწევს ხელისუფლებას, დასაჯოს სამაგალითოდ, მაგრამ ეს ჩვენ კიდევ უფრო გვაერთიანებს და გვაძლიერებს ივანიშვილის წინააღმდეგ”
თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტია
შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული.
ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ მოქმედებს ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის ღამეს, რაც შს სამინისტროსთვის გახდა კიდეც მისი დაკავების მიზეზი.