ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გადამცვლელი პუნქტის მოლარემ რუსეთში, სავარაუდოდ, 41 მილიონი მოიპარა და ქვეყანა დატოვა

მოსკოვში, სავალუტო გადამცვლელი პუნქტის ერთ-ერთმა მოლარემ, რომელმაც კლიენტს 41 მილიონი რუბლი გამოართვა, სამსახურიდან გაიქცა და ბოლო ინფორმაციით, მან მოახერხა რუსეთის ტერიტორიის დატოვება. ამის შესახებ  სააგენტო “რია ნოვოსტი” იტყობინება.

როგორც ირკვევა, მოლარემ ყველაფერი წინასწარ გათვალა და შესაძლოა ტურისტული ავტობუსით დატოვა ქვეყნის ტერიტორია. რუსმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილზე ფედერალური ძებნა უკვე გამოაცხადეს.

41 მილიონი რუბლით მისული კლიენტი, რომელსაც დოლარში სურდა ფულის გადახურდავება, მოლარემ დაცდა თხოვა იმ მოტივით, რომ ასეთი რაოდენობის თანხა შესაგროვებელი იყო. მაშინ, როცა კლიენტი ქუჩაში იცდიდა, მოლარემ გაქცევა მოახერხა, სავარაუდოდ, ავტობუსის ბილეთი აიღო და ქვეყანა დატოვა.

იტვირთბა....