საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსთავი 2“ არის საკითხი, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყეტილება იყო უპრეცედენტო, სადაც გამოჩნდა ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობა.
„რუსთავი 2“ არის საკითხი, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს საქართველოს პრეზიდენტი. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოს თუ არასასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით. ჩემი სათქმელი ამ საკითხზე იყო ჩემს განცხადებაში. რომელიც აღნიშნავდა ერთი მხრივ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოში, ჩვენს რეალობაში, რათა აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა, ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მეორე მხრივ, იმავე განცხადებაში ვთქვი – მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი არ ემუქრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლმ, რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.