ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ დამვიწყებია, დვალსა და აქიმიძეს შორის რა მოლაპარაკებაც მქონდა” – ხალვაში

“რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ექსპერტიზის ბიუროდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განუცხადა, რომ არ დავიწყებია დვალტან და აქიმიძესთან მოლაპარაკება.

„დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან. ჩვენ გვქონდა ჩვენი მოლაპარაკება. თავად იციან რაზეც მოვილაპარაკეთ და კიდევ მოვილაპარაკებთ. გავაგრძელებთ საუბარს. სად წავლენ, სიკვდილს არ ვაპირებ. რაღაცა ხომ ვიყოფთ, ის რაღაცა ხომ უნდა გავიყოთ, ის, რაღაცა რა არის, ხომ უნდა გავარკვიოთ. მე საჯაროდ ვთქვი, რომ მზად ვარ, გავაგრძელო ამ ადამიანებთან საუბარი და მაქსიმალური გავაკეთო, რისი გაკეთებაც შემიძლია. საჯარო განცხადება შეხმიანება ხომ იყო. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ორი წლის, ორ წელიწად-ნახევრის უკან, ამის შემდეგ კომუნიკაცია შეწყდა. ჩემი სიტყვის წამღები არ ვარ. არც არავინ დამიჩაგრავ, როგორც ამბობენ“, – განაცხადა ხალვაშმა.

 

იტვირთბა....