“რუსთავი 2“-ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, აძლევს თუ არა „რუსთავი 2“-ის გუნდს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიას უპასუხა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა მათ აქვთ.
“სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებული გაქვთ, კიდევ რაღა გინდათ?! რასაც გინდათ, იმას აკეთებთ. კიდევ რა უნდა გააკეთოთ?! ” – განაცხდა ხალვაშმა.
კითხვაზე, რატომ არ დასთანხმდა არხის შემოთავაზებას საზოგადოებრივი ბორდის შექმნასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა:
„რაში მჭირდება ბორდი, ამიხსენით, რამეში მომეხმარება?! სარედაქციო დამოუკიდებელობის გარანტიები ხომ მოგეცით არა?!“, – აღნიშნა ხალვაშმა ჟურნალისტებთან ექსპერტიზის ბიუროში, სადაც საკუთარი ხელმოწერის ნიმუშის დასატოვებლად მივიდა.