მედია მთავარი სოციალური ქსელი

რუსთავი 2-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – ელისაშვილი

“რა სევდიანი საყურებლები არიან ოცნების ე.წ. ლიდერები: რუსთავი 2-ის ჯიბეში ჩადებით რომ ჰგონიათ დიდი საქმე გააკეთეს და წელში გაიმართნენ. ჯერ ერთი რუსთავი 2-ის პროდიუსერები და ჟურნალისტები ძალიან მოტივირებული ხალხია, ბოდიში მათთან მაგრამ პიტბულებივით არიან – გადაჯგუფდებიან ახლა სხვა არხზე და ორმაგი შემართებით შეუტევენ გაზულუქებულ მთავრობას. ოცნებას კი შერჩება ხელში რუსთავი2-ის ლოგოიანი თხლე. მერე მეორე და უფრო მთავარი – ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა სიღატაკეა, უმუშევრობა, უკიდეგანო გაჭირვება. ჰოდა, შვიდი წელია ივანიშვილს ფეხებზე კიდია ეს ქვეყანა და მისი კიდევ უფრო გაღატაკება და ეხლა აუჩუყდება გული? ჰოდა, რაც არ უნდა ტინგიცი მოაწყოთ სახელისუფლებო არხებზე სიღატაკე არ გადაიფარება. ასე რომ ოცნების და ივანიშვილის წამზომი ძალიან ხმამაღლაა უკვე ჩართული”

“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....