ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის დირექტორს შიშუ პალ ბურდაკს აღკვეთისღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბურდაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პროკურატურა ითხოვდა.

თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე.

“მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა.

შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.

იტვირთბა....