ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ ანტისაოკუპაციო აქციის “სირცხვილია” 31-ე დღე მიმდინარეობს. უკვე ერთი თვე გავიდა პარლამენტის წინ აქციების დაწყებიდან. აქციის მონაწილეებს ამჟამად მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ – შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, აქცია არ დაიშლება, სანამ გიორგი გახარია თანამდებობას არ დატოვებს.
დღევანდელ აქციაზე ისინი ბანერებით მივიდნენ, რომლებზეც რიცხვებია გამოსახული – ამით აქციის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშივლის განცხადებას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წინ 200-ს კაცი ძლივს იკრიბება.

