საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, საბერძნეთში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა.
საქართველოს საკონსულო მოუწოდებს საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მითითებულ ცხელ ხაზზე: + 30 699 577 9793 ; 210 748-91-80, 210 771-13-17
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა დღეს მოხდა. 5.3 მაგნიტუდის ბიძგები ადგილობრივი დროით 14:00 საათზე ათენიდან 22 კმ-ში დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენიდან 22 კილომეტრის მოშორებით, 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.